05.03.2015 საპრეზენტაციო საღამო.

https://www.youtube.com/watch?v=UMfDXsviHak 

2015 წლის 5 მარტს 20:00სთ–ზე სპორტკომპლექსმა „არენა“ და ახლად დაარსებულმა დეველოპერულმა კომპანია „არენა ლუქსმა“ გამართეს საპრეზენტაციო საღამო. ღონისძება ჩატარდა სპორტკომპლექს „არენას“ საკონფერენციო დარბაზში. 

„არენა ლუქსი“, რომელმაც უკვე დაიწყო მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა უნვერსიტეტის ქ. #2–ში, სპორტკომპლექსის მიმდებარედ. მენეჯმენტს ახორციელებს „არენა ლუქსი“, ხოლო მშენებლობას აწარმოებს ევროპაში დიდი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია „ეუროფიან პრაიმკლას ქონსტრაქშენი“ („European Primeclass Construction” ) . არენა ლუქსი შენდება უახლესი სტანდარტებით კობიაქის, საშენი პროდუქციით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ყავს.  ეს არის ბეტონის  წონის შემსუბუქება საჰაერო ბურთების საშვალებით იმ ადგილებში, სადაც არა აქვს მას კონსტრუქციული  დატვირთვა, ამის შედეგად მიიღება მეტი სივრცე კოლონებს შორის, იძლევა მეტი ფარტის გამოყენების საშვალება, მარტივი ინსტალაცია , მდგრადი, ეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიური .იგი იქმნება ქვეყნის სპეციფიკური ნორმების  მიხედვით, ადაპტირებულია ნებისმიერი ტიპის მშენებლობისთვის,საერთო მასის შემცირების შედეგად მიწისძვრის გამძლეობის მაღალი მაჩვენებელი. იგივე სტანდარტებზეა აშენებული კოლუმბიის უნივერსიტეტი და აშშ-ს სავაჭრო ცენტრი, პოლონეთში ევროპული სტადიონი, მსგავსი სტანდარტებით შენდება ასევე შვეიცარიაში, სინგაპურში, ანგოლაში, თურქეთში, გერმანიაში, იტალიაში და ამაყები ვართ რომ მათ რიგებს შეემატება საქართველო და რათქმაუნდა ჩვენი კომპანია არენა ლუქსი.

 

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა DJ Ujin Ray (Buddha Bar -ის რეზიდენტი). ცნობილი ბარმენმა გიგა კასრაძემ მოამზადა კოქტეილები (მოჰიტო, სანგრია) და საკუთარი რეცეპტით დამზადა შავ აბსენტი.
ღონისძების პარტნიორები იყვნენ: სარეკლამო კომპანია “ City Print Ltd”, საინფორმაციო პორტალი „myreklama.ge”, ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია „იკაო“, კომპანია „უნიქარდი“,საკონდიტრო „აზატო“, კომპანია "Teno"(სასტუმროების მომარაგება ტექსტილით).